ომის 740-ე დღე და დაპირისპირება გერმანიასთან

რუსეთი გერმანიას მუქარას უთვლის. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ბერლინს მეორე მსოფლიო ომის შედეგები შეახსენა. დაპირისპირების მიზეზი გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების თათბირის ჩანაწერია. პარალელურად უკრაინაში მსხვერპლი გაიზარდა. ოდესაში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში კიდევ ორი ბავშვის ცხედარი იპოვეს.