ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ფაქტი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ მოხდა. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს აცნობა.