ოჩამჩირის რუსული ხაფანგი - დროება

ბერმუდის სამკუთხედი ატლანტის ოკეანის ჩრდილო დასავლეთში მდებარეობს და ლეგენდის მიხედვით იქ მოხვედრილი გემები უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ახალ - სიმფეროპოლ, ნოვოროსიისკ, ოჩამჩირის შავი ზღვის სამკუთხედში საქართველოს უსაფრთხოება, შესაძლოა, ისე დაიკარგოს როგორც ბერმუდში გემები. რუსეთი რომ საქართველოს და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს უკანა ეზოდ განიხილავს, ამას სწორად ეს ფაქტი ადასტურებს, როცა უკრაინიდან უკან დახევისას ოჩამჩირეში აღმოჩნდა. თუკი დანარჩენ საქართველოში ასე თავისუფლად მოქმედება არ შეუძლია როგორც თავის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, მხოლოდ დასავლელი პარტნიორების და საქართველოს ევროატლანტიკური პოლიტიკის დამსახურებაა. პოლიტიკის, რომლის წინააღმდეგაც ქართული ოცნება ჯერ შეფარულად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი დაუფარავად იბრძვის. რა ხდება ფრონტზე და როგორც მოაქვს რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ომი - დროება ოჩამჩირეს რუსული ხაფანგზე.