ნეთანიაჰუ: ჰამასს აუცილებლად დავამარცხებთ

ეს ბარბაროსობის წინააღმდეგ ცივილიზებული ომია. ჰამასს აუცილებლად დავამარცხებთ. არ მგონია, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლა იყოს. გარკვეულწილად, ეს თქვენი ომიც არის. ვინაიდან, ამერიკა მსოფლიოში ცივილიზებულ ძალებს ხელმძღვანელობს, ეს არის ასევე ბრძოლა ირანის ტერორისტული ბუდის წინააღმდეგ, რომელიც ბაბელმანდების სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აკრძალვით იმუქრება. ვაფასებ თქვენს ძალისხმევას ამის შესაჩერებლად და მადლიერი ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის.

განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას.