ნეთანიაჰუ: არ გავჩერდებით, სანამ სრულ გამარჯვებას არ მივაღწევთ

ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ. მძევლების დასაბრუნებლად ერთადერთი გზა ჰამასის განადგურება და იმაში დარწმუნებაა, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხის შემცველი აღარ იქნება. ამას დრო დასჭირდება, თუმცა ჩვენ ერთად ვართ. ომს თავისი საფასური აქვს, ჩვენი გმირი მებრძოლების სიცოცხლის საფასური. ჩვენი მეომრების სიცოცხლის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ერთ რამეს არ გავაკეთებთ - არ გავჩერდებით, სანამ სრულ გამარჯვებას არ მივაღწევთ.

განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.