ნავალნაიამ ბერლინში მდებარე საელჩოში ბიულეტენზე დაღუპული ქმრის სახელი დაწერა

რუსი ოპოზიციონერის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ საკუთარი არჩევანი ბერლინში მდებარე საელჩოში, გასული დღის ბოლოს გააკეთა. მან ბიულეტენზე დაღუპული ქმრის სახელი დაწერა.

ის დიპლომატიურ უწყებასთან, სხვა ამომრჩევლებთან ერთად რიგში 6 საათის განმავლობაში იდგა. ნავალნაიამ ასევე მონაწილეობა მიიღო პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში. მან რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ ხმის მისაცემად მივიდნენ, მადლობა გადაუხადა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და დღეს, 17 მარტს დასრულდა. რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი იყო გასნილი.

პირველი ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.97% მიიღო. ჯერჯერობით დათვლილია ოლქების მეოთხედი.