ნარიშკინი: დიფ სთეითი ტრამპს წინააღმდეგობას უწევს

ნარიშკინი: დიფ სთეითი ტრამპს წინააღმდეგობას უწევს

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ამტკიცებს, რომ დიფ სთეითი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წინააღმდეგობას უწევს.

მისი თქმით, ტრამპის მცდელობებმა "შეეზღუდა ტრანსჰუმანიზმთან დაკავშირებული გლობალური ინიციატივები და ლიბერალური იდეოლოგიების პოპულარიზაცია" დიფ სთეითისგან მკვეთრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ნარიშკინის მტკიცებით, აშშ-ის ლიდერი ამავე პრობლემას აწყდება უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გადაჭრის საკითხებში.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ-ში არსებული ვითარება "უპრეცედენტო დაძაბულობით" ხასიათდება, რასაც ტრამპზე განხორციელებული თავდასხმები და მუქარა მოწმობს.