მსოფლიო ლიდერების გაფრთხილება

პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება- ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდებს. კიევის მხარდაჭერა იყო პირველივე საკითხი, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ყოველწლიური მიმართვის დროს შეეხო. უკრაინას ახალ შეიარაღებას უგზავნიან საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. თავად ვოლოდიმირ ზელენსკი კი სტამბოლში იმყოფება და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ხვდება.