მოსკოვის აეროპორტებში 40-მდე რეისი გადაიდო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პარალელურად მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინიმ დაწერა, რომ გაანადგურეს დრონები, რომლითაც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ. მისი თქმით, დრონები კალუგასა და ისტრას რეგიონებში ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დრონებით თავდასხმაში კვლავ უკრაინას ადანაშაულებს.