მოსამართლეები კეთილსინდისიერების ტესტის წინააღმდეგ

მოსამართლეები კეთილსინდისიერების ტესტის წინააღმდეგი არიან. სასამართლო კლანის ლიდერები უპირობო ნდობას მოითხოვენ და ევროკომისიის რეკომენდაციას დამოუკიდებლობაში ჩარევად ასაღებენ. არადა, მოსამართლეების დამოუკიდებლობაა სწორედ ის, რასაც ევროკავშირის დათქმები ითვალისწინებს. კეთილსინდისიერების შემოწმება საგანგებო მექანიზმია, რომელიც მხოლოდ სასამართლოს მმართველ პოზიციებს შეეხება. გავლენიანი ჯგუფის წევრები, რომლებსაც მედია კორუფციაში ხშირად ამხელს ევროპულ მოდელს განსაკუთრებულად უპირისპირდებიან, ისევე როგორც თავად ოლიგარქის პარტია.