მორიგი თავდასხმა "ლელოს" ლიდერებზე

ლელოზე თავდასხმა ქართული ოცნების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია - პრემიერმინისტრმა მამუკა ხაზარაძეზე საუბარი ისე დაიწყო, მისთვის შეკითხვაც კი არ დაუსვამთ. ამის რამდენიმე მიზეზია, ერთი კი ისაა, რომ ოცნებისთვის ზოგადად პრობლემაა ის პარტიები, რომლებიც ე.წ. შუაშისტურ ხმებს აგროვებენ. მეორე მიზეზი ლელოს კამპანიაა ივანიშვილის წინააღმდეგ. ხაზარაძე ოლიგარქის რუსეთში წასვლამდე დღეებს ითვლის. ქართული ოცნება ლელოს ლიდერის ცეცხლწაკიდებულ მუსტანგს აკრიტიკებს, თავად ხაზარაძე კი შეკეთებული ავტომობილით რეგიონებში გადაადგილდება.