მკვლელობა სამტრედიაში

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის გამო ჯერჯერობით არავინაა დაკავებული. 36 წლის კაცი მაშინ მოკლეს, როცა პანაშვიდიდან გამოვიდა. მოსახლეობამ 10-მდე გასროლის ხმა გაიგონა, რასაც წინ უძღოდა კონფლიქტი. კობა მეფარიშვილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარს კრიმინალურ გარჩევას უკავშირებენ, თუმცა ვისთან და რა მიზეზით მოუვიდა დაპირისპირება დეტალები უცნობია.