მედვედევი ტრამპს პუტინზე კომენტარის გამო აკრიტიკებს და მესამე მსოფლიო ომით იმუქრება

მედვედევი ტრამპს პუტინზე კომენტარის გამო აკრიტიკებს და მესამე მსოფლიო ომით იმუქრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა.

„რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს იმის შესახებ, რომ პუტინი „ცეცხლს ეთამაშება“ და რუსეთს „ძალიან ცუდი“ რაღაცები ემართება, მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი. ვიმედოვნებ, ტრამპს ეს ესმის!“ – წერს მედვედევი.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინი ცეცხლს ეთამაშება. „ვლადიმერ პუტინს არ ესმის, რომ მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა, მე ვგულისხმობ, ძალიან ცუდი რამ. ის ცეცხლს ეთამაშება“, – წერს დონალდ ტრამპი.