
სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ მათ უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დრო და თარიღი შესათავაზეს.
მისი თქმით, იგი უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს ესაუბრა და ასევე დაამატა, რომ აღნიშნული რაუნდის ძირითადი მიზანი მხარეების მიერ შეთანხმების პირობების შესახებ მემორანდუმების პროექტების გაცვლა იქნება.
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა უკრაინული მხარე კონსულტაციებს გადის, ხოლო კრემლი მისგან პასუხს ელოდება.
ზახაროვამ დამატებით განაცხადა, რომ სტამბოლში მხარეები პირისპირ გაცვლიან დოკუმენტებს შეთანხმების წინადადებებთან დაკავშირებით და რის შემდეგაც მათი განხილვა დაიწყება.