რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები და სხვა თანამშრომლები ხელისუფლებას აფრთხილებენ, შეცვალოს გადაწყვეტილება. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე ოფიციალურად გაუგზავნა დოკუმენტაცია ხელმოსაწერად. თანამშრომლებისაგან ითხოვენ, რომ დაეთანხმონ შეთავაზებას. რას გულისხმობს ხელისუფლების პირობები - ერთი, სხვა კლინიკებში განაწილება, მეორე კი, კომპენსაცია. რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი უარზეა. მთავრობა საავადმყოფოს შენობის დანგრევას გეგმავს, მიზეზად კი ნაგებობის ავარიულობას ასახელებს, თუმცა საბუთი ამ დრომდე არ წარმოუდგენია.