მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, ზელენსკი ბერნს, სავარაუდოდ, 15 იანვარს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. გამოცემა წერს, რომ ვიზიტის დაგეგმვა ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო.
25 ნოემბერს, შვეიცარიის პრეზიდენტი, ალენ ბერსე უკრაინაში ჩავიდა, სადაც მის უკრაინელ კოლეგას შეხვდა. ამასთან, მან კიევში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა.
მანამდე, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ უკრაინის დასახმარებლად 12,5 მილიონი ევრო გამოყო.