მდინარაძე: ვიღაცებს უნდათ, ციხეში არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი, სამი პრეზიდენტი იჯდეს

მდინარაძე: ვიღაცებს უნდათ, ციხეში არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი, სამი პრეზიდენტი იჯდეს

ოცნების ერთ-ერმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიღაცეებს ძალიან უნდათ, ციხეში არა მხოლოდ ერთი არამედ ორი, სამი პრეზიდენტი იჯდეს.

მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მე-4 პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც დაავალონ ისეთი რამ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი.

„არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილსაც დაავალონ ისეთი რამ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი. ესეც რა თქმა უნდა, შეიძლება რიტორიკული კონტექსტი იყოს, მაგრამ ვიღაცეებს როგორც ჩანს ძალიან უნდათ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ ორი, სამი.

რაღაც ასეთი კონტექსტი მიჰყვება ამ თემას და კითხულობენ ახლა, სანამ იკითხავენ მანამდე გავცემ პასუხს - რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი უკანონოდ დაიკავებს პრეზიდენტის რეზიდენციას თუ სასახლეს თუ რაც ჰქვია, რა უნდა მოხდეს, მოხდება ის რაც მოხდება თქვენ, ან ნებისმიერმა ადამიანმა, სხვამ რომელიც არ არის უფლებამოსილი იმყოფებოდეს ლეგიტიმურად გარკვეულ ადგილას, რაც მოხდება იმ ადამიანის შემთხვევაში, ის მოხდება ექსპრეზიდენტის შემთხვევაშიც, მარტივია.

კითხვიდანაც კი პროვოკაცია ჩანს და ქმედებიდან მითუმეტეს პროვოკაციული იქნება ქმედება თუ სალომე ზურაბიშვილი ისე დაექვემდებარება დავალებას, რომ საკუთარ პასუხისმგებლობაზე მაღლა დააყენებს დავალების შესრულების ინტერესს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ საზოგადებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ სასახლის დატოვების მიუხედავად, ის ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება და კვლავ ხალხის გვერდით იდგება.