მაქინაცია ქველმოქმედების საფარქვეშ?

ქვეყნიდან ფულის გატანის სქემა და სანქციებისთვის მზადება - ასე აფასებენ სამას მილიონიან ფინანსურ მაქინაციას პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში. დროებამ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია და დოკუმენტები, საიდანაც ჩანს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი საქველმოქმედო ფონდ ქართუს საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის იყენებს, რაც სამართლებრივ სახელმწიფოში კანონდარღვევაა, თუმცა საქართველოში ხელისუფლების რეაქციას არ იწვევს.