პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო უნგრეთის პრემიერმინისტრის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან.
"იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ რუსეთთან ვიმყოფებით, ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ორმხრივი კონტაქტები ჩვენს შესახებ მოლაპარაკებებისთვის, რაც შეასუსტებს ჩვენს ერთობას [უკრაინასთან დაკავშირებით]", - თქვა მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
"ბრიუსელი არ შეჭრილა უნგრეთში. უნგრეთმა სუვერენული გადაწყვეტილება მიიღო შემოერთებოდა ჩვენს ევროპას... ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომელიც შემდგომში შეზღუდვებს მოიცავს, რადგანაც ჩვენ ყველამ გადავწყვიტეთ ჩვენი ევროპის სუვერენიტეტის დელეგირება. ყველამ", - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ვერავინ დაუშლის ორბანს გააკეთოს ის, რაც გააკეთა, მაგრამ მსგავსი შეხვედრა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ლიდერებთან კონსულტაციებით უნდა მოეწყოს.
მაკრონმა თქვა, რომ ორბანი სხვა ლიდერების თანდასწრებით გააკრიტიკა.
17 ოქტომბერს ვიქტორ ორბანი ვლადიმირ პუტინს პეკინში სამიტის ფარგლებში შეხვდა. ამის გამო უნგრეთის პრემიერმინისტრი ევროპის სხვა ლიდერებმა გააკრიტიკეს.