ენა წინ გაურბის და გონება უკან რჩება. ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია, სამწუხაროდ. რამდენ ასეთ სისულელეს იტყვის, იმდენჯერ ვიტყვით, რომ ეს არის ნათქვამი იმ ე.წ პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც დაუდგინდა კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც აპირებს რომ დაიჭიროს სი ძინპინი, რომელიც ბაიდენს ხვდება დღეს.
რაც შეეხება შეწყალების მექანიზმს, მისი პიროვნება იქნება თავიდან ბოლომდე განადგურებული და არა მხოლოდ განადგურებული. საზოგადოება, რომელიც დაზიანდა, ზოგი სიცოცხლის მოსპობით, ზოგი ჯანმრთელობის დაზიანებით, ზოგი ქონების დაკარგვით, ოჯახების განადგურებით და ა.შ. ამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და რეალურად, მიუჯდება ვივამედში სააკაშვილს.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი Le Monde-სთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.