როგორც ჩანს, ბოლო დღეებში ასიათასობით ადამიანის მიერ ჩვენთვის ლეგიტიმაციის ხელახლა მოცემამ, დააფიქრა შეერთებულ შტატებში გარკვეული ძალები და ერთ კონგრესმენს დააყენებინეს ეს წინადადება.
კარგია, ჩვენ გვინდა პარტნიორობა, რა თქმა უნდა, მაგრამ პარტნიორობა გვინდა არა სუვერენიტეტის ხარჯზე, არა გამჭვირვალობის დათმობის ხარჯზე და არა სარწმუნოების დათმობის ხარჯზე.
ამბობს ხალხის ძალის წევრი გურამ მაჭარაშვილი. POLITICO-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუ მთავრობა ანტიდემოკრატიულ სვლას შეწყვეტს, ვაშინგტონი საქართველოსთვის ვაჭრობის საშეღავათო პირობებს, ვიზების ლიბერალიზაციასა და სამხედრო დახმარებას განიხილავს.