ლექსმანი კობახიძეზე: ირონიულია, რომ ადამიანის უფლებებზე ექსპერტულ ცოდნას გვთავაზობს

ირონიულია ბატონი კობახიძის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ მსგავსი ღრმა ექსპერტული ცოდნის შემოთავაზება - სად არის მისი ექსპერტული ცოდნა, როცა საქმე ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს ეხება?

წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი Twitter-ზე და ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "არ შეიძლება სანქცია ოჯახის წევრს ეხებოდეს", რადგან ეს ადამიანის უფლებების სტანდარტებს უხეშად ეწინააღმდეგება.