ქუთაისში ძლიერი ქარის გამო ხუნდაძის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის დაზიანებული სახურავის ქვეშ, სულ მცირე, 5 მანქანაა მოქცეული, სადარბაზო ჩახერგილია.
ხუნდაძის ქუჩის მოსახლეობა შველას ითხოვს - 50 ოჯახი ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
მოსახლეობის თქმით, ადგილზე ქალაქის მერიც იმყოფებოდა, თუმცა მან მოსახლეობას განუმარტა, რომ სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება მხოლოდ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ იქნება შესაძლებელი.