ქოჩორაშვილი: შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ უნდა დაიჯერო, იშრომო და არ დანებდე

მსოფლიოში შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ უნდა დაიჯერო, იშრომო და არ დანებდე. ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გვაქვს. იქ შედეგზე ფიქრით არ გავალთ. წუთიდან წუთამდე, წამიდან წამამდე, დუელიდან დუელამდე ვიფიქრებთ და თუ ყველაფერს კარგად შევასრულებთ, მჯერა, რომ კარგ შედეგს მივაღწევთ.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში თქვა. მას ჰკითხეს, შეძლებს თუ არა საქართველო ესპანეთის ნაკრების ჯგუფიდან გაგდებას.