ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცს მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კაცი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და გზის გადაკვეთას ცდილობდა.
მოქალაქე მძიმე დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს - მისი მდგომარეობა კრიტიკულია.