ხაზარაძე: ერთ საწარმოს უთხრეს, რომ თუ იქ ლელო პრეზენტაციას გამართავდა, პრობლემა შეექმნებოდათ

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ერთ-ერთ საწარმოს, სადაც ლელოს პრეზენტაცია ჰქონდა დაგეგმილი, დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ იქ მამუკა ხაზარაძე და მისი პარტია სტუმრად მივიდოდა "ქარხანას პრობლემები შეექმნებოდა".

ხაზარაძის თქმით, ამ მეთოდით ებრძვის ქართული ოცნება ოპოზიციონერებს, ქართულ ბიზნესს და ახშობს განსხვავებულ აზრს.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ უნდა გვქონოდა პრეზენტაცია ერთ-ერთ საწარმოში, სადაც ძალიან გულთბილად გველოდებოდნენ და მოხდა ისეთი რამ, რომ მათ დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ ხაზარაძე და ლელო თქვენთან მოვა სტუმრად, თქვენი ქარხანა იქნება პრობლემების ქვეშ. აი ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, ის ახშობს არა მარტო განსხვავებულ აზრს და ებრძვის ოპოზიციონერებს, არამედ ის ებრძვის ქართულ ბიზნესს და იმ ხალხს, რომლებიც აქ სამუშაო ადგილებს ქმნიან.

კიდევ ვიმეორებ, რომ დავიბრუნებთ საქართველოს, შევქმნით და აღმოვფხვრით 200 ათას სამუშაო ადგილს, რომელიც ამ ქვეყანას დღეს უნდა ჰქონდეს და ამ ქვეყანას დავიბრუნებთ და ამ ნიჰილიზმს დავამარცხებთ", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.