ქარელის მუნიციპალიტეტში კაცმა თანასოფლელს ყური მოაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში კაცმა თანასოფლელს ყური მოაჭრა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია.