კრიტიკის პასუხად "ოცნების" თავდასხმა პარტნიორებზე

"რატომ უნდა ვიყოთ ექსპერიმენტების ლაბორატორია" - ასე უპასუხა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტს ოცნებამ. ივანიშვილის პარტია საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დაძლევას აპირებს და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ჩარევად აღიქვამს. სადავო ცვლილებების საბოლოოდ ამოქმედებამდე, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციაა, კანონპროექტი ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ შეაფასოს. არსებული ცვლილებებით, "ოცნება" ცესკოს ახალ თავმჯდომარეს ერთპარტიულად აირჩევს და მას ოპოზიციონერი მოადგილე აღარ ეყოლება.