კორუფციული სქემა და დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

სუს-ის ვერსიით, რამდენიმე ათასი პაციენტის ბედი კორუფციულ გარიგებაზე აღმოჩნდა დამოკიდებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სასწრაფო დახმარების სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა, კლინიკა ვიანის, იმავე ყოფილი ევექსის წარმომადგენლებს კი ბრალი წაუყენა. ლაპარაკია ნახევარი მილიონი ლარის ქრთამზე.