ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "მაღალი ალბათობით" საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
მისი თქმით, დარწმუნებულები არიან, რომ "მათი ძალისხმევა დაფასდება".
"დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და საბოლოო ჯამში დეკემბერში ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. მოლოდინებს რაც შეეხება, მოლოდინები გაუმჯობესებულია, ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს მეტი და პრაქტიკულად, უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება. ის ფაქტიც, რომ ვიღაცები ცდილობენ ამის თავის თავზე მიწერას, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ აქეთკენ მიდის პროცესი. ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი", - თქვა კობახიძემ.
აქვე მან კვლავ ისაუბრა ოპოზიციაზე და გაიმეორა, რომ მათ კანდიდატის სტატუსის მიღება არ უნდათ.