კობახიძის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მიყენებული ზარალის შესასწავლად კომისია შეიქმნა

კობახიძის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მიყენებული ზარალის შესასწავლად კომისია შეიქმნა

რეჟიმის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა.

ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული".

"დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება - ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება"- ნათქვამია განცხადებაში.