კობახიძე ივანიშვილზე: ძალიან დიდ ცოდნას იღებ, როცა აკვირდები, თუ როგორ მოქმედებს

რაც შეეხება ჩვენი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს, ის თვითონაა ლიდერი და ამიტომ მრჩევლად მისი მოხსენიება შეიძლება, არ იყოს რელევანტური, თუმცა თუ იმ კუთხით შევხედავთ იმას, რომ საიდან შეიძლება მიმეღო მე ყველაზე მეტი გამოცდილება და რაღაცების ცოდნა, გარკვეული უნარები, ეს რა თქმა უნდა იყო ეს ადამიანი და მისი ნაბიჯების დაკვირვება. ძალიან დიდ ცოდნას იღებ, როდესაც აკვირდები იმას, თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანი, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ მსჯელობს ურთულეს საკითხებთან დაკავშირებით. ანუ, ვინც სწორად აკვირდება მის საქმიანობას, მას შეუძლია, დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღოს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ის პირველ რიგში, გუნდის ლიდერია, ყველასთვის არის მრჩეველიც. მხოლოდ მისი საქმიანობის დაკვირვებაც საკმარისია იმისთვის, რომ შენ ძალიან დიდი ცოდნა მიიღო.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახიდან რჩევებიც, მაქვს ასევე იმის ფუფუნება, რომ უშუალოდ მამაჩემი იყო ჩართული პოლიტიკაში და მისი მოსმენაა ძალიან საინტერესო. ზოგადად, ადამიანისთვის მრჩეველი არის ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც აკეთებს საერთო საქმეს და ამ კუთხით გუნდის თითოეული წევრი არის მრჩეველი. მსჯელობაში იბადება ყოველთვის ჭეშმარიტება.

რეჟიმის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე შეკითხვაზე, ვინ არის მისი საუკეთესო მრჩეველი. ამაზე მან პროპაგანდისტული ტელევიზიის, იმედის ეთერეში გადაცემაში ნოესთან ისაუბრა.