კინწურაშვილი: როგორ გადაიტანენ ღამეებს რეჟიმის ტყვეები, თუ რუსთაველზე ხალხი არ შეიკრიბება?!

50-ზე მეტი ტყვე ჰყავს ქართულ ოცნებას.
6 თვეზე მეტია ერთი მტკიცებულებაც ვერ დადეს ბიჭების წინააღმდეგ ჯგუფურ დანაშაულზე! ასობით დასახიჩრებული და ნაწამები მოქალაქე!
მე პირადად შემიძლია გაგაცნოთ ყვრიმალებ დალეწილი, ცხვირ გატეხილი და კოჭში გადამტვრეული ადამიანები. ერთი სამართალდამცველიც არ არის დასჯილი დღემდე.
სასამართლო დარბაზებში რეჟიმის ხელით მართული ცრუ მოწმე პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები ადამიანებს ცხოვრებას უნგრევენ.
რეჟიმი ყოველდღიურად იზოლაციაში აქცევს ქვეყანას და ზიზღს თესავს საზოგადოებაში. ამ უსამართლობის წინააღმდეგ ადამიანები 6 თვეზე მეტია დგანან რუსთაველზე, ყინვაში, ქარში, წვიმაში. რამდენი იმედგაცრუება ნახეს თანამებრძოლებისგან, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკისგან, რამდენი ცილისწამება და გულგრილობა ახლობლებისგან, უცნობებისგან, მაგრამ არ უარყვეს თავიანთი სიმართლე, დაიცვეს საკუთარი სიტყვა, ქვეყნის და საზოგადოების სინდისი.
ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ რუსთაველზე ხალხი არ იკრიბებოდეს ყოველ საღამოს?! როგორ გადაიტანდნენ უძილო ღამეებს რეჟიმის ტყვეები? რამდენად სამარცხვინო იქნებოდა საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი?

წერს მსახიობი კახა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში.