კიმბერლი ლოუ წერს, რომ ტრამპმა ყაველაშვილს წერილი მისი ჩართულობით გაუგზავნა

კიმბერლი ლოუ წერს, რომ ტრამპმა ყაველაშვილს წერილი მისი ჩართულობით გაუგზავნა

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კიმბერლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს 26 მაისის მისალოცი წერილი მისი ჩართულობით მისწერა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი ვაშინგტონში გავაგზავნე შესაბამის არხებზე, რათა პრეზიდენტ ტრამპისთვის გადაეცათ და მან უკვე უპასუხა. დიახ, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაძლიერდება. ასევე, საჭიროა, რომ ევროკავშირმაც გააუმჯობესოს ურთიერთობები, პირველ რიგში, იმით, რომ თავი შეიკავოს სუვერენული და უსაფრთხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ნეგატიური ჩარევისგან", - წერს კიმბერლი ლოუ.