"კატეგორიული მოთხოვნა" სტრატეგიულ პარტნიორს - როგორ იცავს "ოცნება" ე.წ. კლანს

კეთილსინდისიერების ტესტის მომხრე მოსამართლეებზე ზეწოლის პარალელურად, კლანი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას ცდილობს. სასამართლოში გავლენიანი დაჯგუფების დასაცავად, ოლიგარქის გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ულტიმატუმის ენით ალაპარაკდა. ოცნება 4 მოსამართლისთვის სანქციების გაუქმებას მოითხოვს. ვეტინგის იდეით შეშინებულმა და სანქციებით გაღიზიანებულმა მოსამართლეებმა ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები გამოთქვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მმართველმა პარტიამ კლანის დაცვის ახალი გაძლიერებული ტალღა.