კანდიდატის სტატუსი - ქართული ეკონომიკის გამოწვევები და შესაძლებლობები

დეზინფორმაციული კამპანიისა თუ რუსული პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში უკვე კარგად იციან, რა კონკრეტული და პრაქტიკული სარგებელი მოაქვს მოსახლეობისთვის კანდიდატის სტატუსს. ქართველი ფერმერებისთვის ღიაა ევროკავშირის ბაზარი, დემოკრატიისა თუ ჯანდაცვის კუთხით სტანდარტების დაახლოება კი ცხოვრების უკეთეს ხარისხს ნიშნავს, რასაც გააზრებულად ირჩევს კვლევების მიხედვით გამოკითხულთა რეკორდული მაჩვენებელი.