უმძიმესია ფაქტი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. სამარცხვინოა აღნიშნული ქმედება. ეს ადამიანი, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ, ილუზიებშია. ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდებოდა მის არჩევნებზე და დღეს რომელ კონკრეტულ პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, ვის რა მხარდაჭერა აქვს.
განაცხადა თბილისის მერმა, კახი კალაძემ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.