კალაძე ბაობაბების გახმობაზე: ზოგადად, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ძალიან დიდი პრობლემაა

დენდროლოგიური პარკი არის ადგილი, რომელიც ასი ათასობით ადამიანს სტუმრობს ყოველწლიურად. არის ულამაზესი სივრცე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ხელმძღვანელობით იქნა განხორციელებული, როგორც საქველმოქმედო პროექტი და ძალიან ლამაზი სივრცეა თავისი ხე-მცენარეებით. გულდასაწყვეტია, რომ ის ხეები, რომლებიც განკუთვნილი იყო აღნიშნული პარკისთვის, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გუშინ იქნა გაცხადებული, სამწუხაროდ გახმა. გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, ეს ხეები იყო განთავსებული აღნიშნულ პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის თაოსნობით იქნა გაკეთებული, საჩივრები და ასე შემდეგ, გამოიწვია ძალიან დიდი პრობლემები. ზოგადად, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით.

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.