ჯაფარიძეს სასამართლოს 2 უწყება მიუვიდა - ორივე მოსამართლე ერთსა და იმავე დღეს და დროს იბარებს

ჯაფარიძეს სასამართლოს 2 უწყება მიუვიდა - ორივე მოსამართლე ერთსა და იმავე დღეს და დროს იბარებს

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს ზურა ჯაფარიძეს სასამართლოს ორი უწყება მიუვიდა. ორი სხვადასხვა მოსამართლე ერთსა და იმავე დღეს, ერთ დროს იბარებს.

ამის შესახებ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს და უწყების ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტოებში ჩანს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე ჯაფარიძეს სხვადასხვა საქმეზე 7 ივნისს, 13:00 საათზე იბარებს.

"ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13.00 საათზე კლონს ვამზადებ, მთავარია დატრენინგება მოვასწრო 2 დღეში"- წერს ჯაფარიძე.