იულია ნავალნაიას მიმართვა

ნავალნის გარდაცვალებიდან მეთორმეტე დღეს გაირკვა მისი დაკრძალვის თარიღიც და ადგილიც. პუტინის პირად პატიმარს პირველ მარტს, მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსამშვიდობებელი ღონისძიება აკრძალულია. დღეს ნავალნის ცოლი ევროპარლამენტში ემოციური სიტყვით გამოვიდა. იულია ნავალნაიამ დასავლეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს მილიონობით რუსს, რომლებიც სისხლიან ტირანს ებრძვიან.