ისტორიული თამაში

ამ დრომდე არ განელებულა ზეიმის განცდა. ისტორიული გამარჯვების შემდეგ გულშემატკივარი ახლა საფეხბურთო ზაფხულის მოლოდინშია. ეროვნული ნაკრების თავდაუზოგავმა ბრძოლამ ქვეყანას ევროპისკენ გზა გაუხსნა. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. პირველი თამაში თურქეთთან 18 ივნისს შედგება. ბილეთებთან დაკავშირებული რთული გამოცდილების გამო, ქომაგები უკვე იჭერენ თადარიგს, დღის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, როდიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა საქართველოში. უეფას წესების მიხედვით, მონაწილე ქვეყნების ფედერაციებს რეალიზაციისთვის კვოტები გადაეცემა, შემდგომ პროცესს როგორც ჩანს, კვლავ tkt.ge ჩაიბარებს