ისტორიული მატჩი - შაბათის ფორმულა

საქართველოს ევროპისკენ სვლის ახალი ისტორია, რომელიც 26 მარტს, დინამო არენაზე დაიწერა. 120 ურთულესი და უდიდესი ემოციებით სავსე წუთი, რამაც ლამის ორმოცწლიანი სიჩუმე დაარღვია, და მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრა. ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ბევრი გმირი ჰყავს სტადიონს მიღმაც. ახალგაზრდა მამა, რომელიც ხმის ამოუღებლად ზეიმობს, ბავშვი რომ არ გააღვიძოს. უბილეთოდ დარჩენილი ბიჭი კიბით, რომელმაც თამაშზე დასწრება ხელოსნის მორგებული როლით შეძლო, საქართველოს ნაკრების ექიმი - რომელმაც პენალტების სერიას ნერვიულობის გამო ვერ უყურა. ამ რეპორტაჟში გაიცნობთ გმირებს, რომლებმაც გამარჯვების სიხარული საკუთარი, გულწრფელი ემოციებით გაგვიასმაგეს.