Reuters-ის ცნობით, კვირას იემენიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაისროლეს. თელ-ავივში საჰაერო თავდასხმის სირენებიბის ხმა ისმოდა. როგორც ცნობილია, რაკეტა დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა და არავინ დაშავებულა.
იემენელი ჰუთების პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნასრუდინ ამერმა განაცხადა, რომ დარტყმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტით განხორციელდა ისრაელის თავდაცვის ძალები ამტკიცებენ, რომ რაკეტა ჰაერში ნაწილებად დაიშალა.
ჰუთებმა თქვეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მათმა მეთაურმა იაჰია სარემ აღნიშნა, რომ თავდასხმის სამიზნე სამხედრო ობიექტი იყო ქალაქ იაფაში, რომელიც თელ-ავივის ნაწილია.
ჰუთებმა პირობა დადეს, რომ მალე ისრაელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყებას გამოაცხადებენ.