ბრიუსელში არ ესმით ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის სანქციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ, რუსებთან ფრენებს შეეხო. ასე, რომ ევროკავშირი ელის, რომ კანდიდატი ქვეყნები შეასრულებენ სანქციებს. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ არ არის ვალდებული ეს შეასრულოს, ვიდრე კანდიდატი გახდება, ეს ასეცაა, თუმცა ეს ყველაფერი დაემთხვა ძალიან ცუდ დროს, როცა ევროკავშირი და ევროკავშირის დედაქალაქები აკვირდებიან საქართველოს და მის ნაბიჯებს და უყურებენ, არის თუ არა ის, მართლა დაინტერესებული ინტეგრაციით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება შეფასებაზე, ეს მოახდენს ცუდ გავლენას. შესაძლებელია ამას ჰქონდეს ცუდი შედეგი და გააჩინოს კითხვები, სერიოზულად სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით სვლა.
განაცხადა რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.