ინდოეთის დასავლეთში, მაჰარაშტრას შტატში მეწყერს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა.
მეწყერი მუმბაიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, ირშალვადის მთაზე მდებარე დასახლებაში 20 ივლისს ღამით ჩამოწვა. რეგიონში რამდენიმე დღეა ძლიერი წვიმებია.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე დაახლოებით 225 ადამიანი იმყოფებოდა, ვარაუდობენ, რომ 100-მდე ადამიანი კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი.
ეროვნული კატასტროფების მართვის სამსახურის დირექტორმა ატულ კარვალმა გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში თქვა, რომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციები შაბათსაც გაგრძელდება.
ინდოეთის ხელისუფლების თქმით, სამაშველო ოპერაციებს აფერხებს მუდმივი წვიმა, ცუდი ხილვადობა და მთაგორიანი ტერიტორია, სადაც ტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია და ადგილზე მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს.