ინდოეთის სამხრეთ შტატში, ტამილ ნადუში დაბინძურებული ალკოჰოლის მოხმარების შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ 100 ადამიანი ინტოქსიკაციით კლინიკაში იმყოფება.
ოთხშაბათის შემდეგ 200-მდე ადამიანი კლინიკაში მოწამვლის სიმპტომებით მივიდა მას შემდეგ, რაც მიიღეს ალკოჰოლი, რომელშიც მეთანოლი იყო შერეული.
აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა. .
როგორც Reuters წერს, არალეგალურად წარმოებული ალკოჰოლისგან სიკვდილიანობა ჩვეულებრივი მოვლენაა ინდოეთში, სადაც ცოტას შეუძლია ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში არსებობს მოთხოვნა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა დარეგულირდეს.