
ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა (DOGE) თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა.
"როდესაც ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის ვადაა ამოიწურა, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ფლანგვითი ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის.
პრეზიდენტის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ეს დროთა განმავლობაში მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა", - წერს მასკი.
ერთი დღით ადრე, ილონ მასკმა განაცხადა, რომ არ მოსწონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც მსხვილ ხარჯებს შეეხებოდა და გადასახადების მასშტაბურ შემცირებას მოიცავდა.
"ფედერალური ბიუროკრატიის მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე წარმომედგინა. მეგონა, რომ პრობლემები იყო, მაგრამ ვაშინგტონში სიტუაციის გამოსწორება, რბილად რომ ვთქვათ, ნამდვილად რთული ბრძოლაა", - თქვა მან.