კურსკიდან უკრაინა კარგ ამბებს ავრცელებს. შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში კიდევ ერთი, რიგით მესამე სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი გაანადგურეს. ამ ხიდის განადგურება მძიმე დარტყმაა რუსული სამხედრო ლოჯისტიკისთვის. შედეგად კურსკში, რუსული სამხედრო შენაერთების ნაწილი, ძირითადი ძალებისგან მოწყვეტილი აღმოჩნდება. უკრაინის კონტროლის ზონა კი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. უკრაინელი სამხედროები დასახლებებს იკავებენ, რუსეთს კი რეგიონიდან მოსახლეობა გაჰყავს.