იარე ლიზა - შაბათის ფორმულა

ახალი ქართული ფილმი, იარე ლიზა საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვის მიზეზი გახდა. მხატვრული კინო, რომელიც რუსეთის აგრესიას აფხაზეთის ომს ეხება - რეჟისორი ნანა ჯორჯაძემ გადაიღო, სცენარის ავტორი კი ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილია. ისაა ავტორი დოკუმენტური ფილმის გარეჯი საქართველოა, რომლის შემდეგაც ხელისუფლებამ წინა საარჩევნო კამპანია დაიწყო და კარტოგრაფები რამდენიმე თვით ციხეში გამოკეტა. კინოთეატრებში ფილმის იარე ლიზა ჩვენებას ხმაური და დაპირისპირება მოყვა. დევნილების გაღიზიანება სცენარის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც ქართველები - აფხაზების წინაშე დამნაშავეებად არიან წარმოჩენილი.