ღარიბაშვილის მარანი - შაბათის ფორმულა

როგორ ჩაიგდეს ხელში, პრემიერ ღარიბაშვილის ოჯახმა და ცოლის ნათესავებმა, კახური ღვინის და ყურძნის ბიზნესი - პრემიერის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, რეგიონში ამ ბიზნესს თითქმის სრულად აკონტროლებს. მეორე ნაწილი კი, პრემიერის ცოლის ნათესავების და ნუნუკა თამაზაშვილის ძმის, ლექსო თამაზაშვილის ხელშია. შაბათის ფორმულამ გაარკვია რომ 2 კვირის წინ, ე.წ. ჩარტერის სკანდალიდან რამდენიმე დღეში, ტარიელ ღარიბაშვილმა ოფიციალურად დაირეგისტრირა კომპანია - ღარიბაშვილის მარანი. ახალი კომპანიასთან ერთად, მის საკუთრებაში გადავიდა, დედოფლის წყაროში 13 ჰექტარზე აშენებული ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანაც.